ქრაშის ამბასადორი

ხარ ინფლუენსერი დიდი აუდიტორიით? - გახდი ქრაშის ბრენდის ამბასადორი და მიიღე ყოველთვიური სარგებელი თითოეული მოწვეულ მომხმარებლზე.

როგორ მუშაობს რეფერალური სისტემა?

შენ გექნება პერსონალური რეფერალური ბმული, რომელსაც ქრაშის ყველა შენი სარეკლამო ვიდეოს თუ პოსტის ქვეშ დატოვებ. როდესაც მომხმარებელი ამ ლინკზე გადავა, გადმოიწერს აპლიკაციას და დარეგისტრირდება, მომხმარებელი ამბასადორის შენს პირად ანგარიშს მიებმევა.

როგორც კი მომხმარებელი ნებისმიერ გამოწერას აპლიკაციაში პირველად შეიძენს, ამბასადორის კონსოლის შენს ბალანსზე მყისიერად დაგერიცხება სარგებელი გადახდილი თანხის 20%-ის ოდენობით.

ქრაშის აპლიკაციაში 3 ტიპის გამოწერა გვაქვს: 1 თვიანი, 3 თვიანი და 12 თვიანი. ფასები შესაბამისად: 4.99 USD, 12.99 USD და 39.99 USD-ია.

მაგალითად:

თუ შენ მიერ მოყვანილი მომხმარებელი შეიძენს 1 თვიან გამოწერას, შენ დაგერიცხება 1 USD.

თუ შენ მიერ მოყვანილი მომხმარებელი შეიძენს 3 თვიან გამოწერას, შენ დაგერიცხება 2.6 USD.

თუ შენ მიერ მოყვანილი მომხმარებელი შეიძენს 12 თვიან გამოწერას, შენ დაგერიცხება 8 USD.

უკეთ რომ მიხვდე, თუ 1000 მომხმარებელი შეიძენს 1 წლიან გამოწერას, დაგერიცხება 8000 USD.

საბონუსე სისტემა

თუ შენი რეფერალური ბმულით დარეგისტრიდება და გამოწერას შეიძენს 500 მომხმარებელი, დამატებით სარგებელს მყისიერად მიიღებ $25-ის ოდენობით.

თუ შენი რეფერალური ბმულით დარეგისტრიდება და გამოწერას შეიძენს 1000 მომხმარებელი, დამატებით სარგებელს მყისიერად მიიღებ $50-ის ოდენობით.

ქრაშის ბრენდის ამბასადორები ეტაპობრივად კომპანიისგან ქრაშის ბრენდირებულ მერჩს მიიღებს (მაგ. დაბადების დღეზე, წინასაახალწლოდ და ა.შ.).

როგორ გადამიხდით?

ბალანსიდან თანხის გამოტანა ნებისმიერ დროს შეგიძლია, მაშინვე, როგორც კი ბალანსზე 50 USD შეგიგროვდება. თანხა დაგერიცხება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) გამოტანის მოთხოვნის ეტაპზე არსებული ქრაშის კურსით. ანაზღაურების დარიცხვა ხდება მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში, ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიშზე.

ამბასადორის პირადი კონსოლიდან შეგიძლია თვალი ადევნო შენი რეფერალური ბმულის გამოყენების დეტალურ სტატისტიკას.

თუ ინდივიდუალური მეწარმე ხარ, მაშინ დარიცხულ თანხას სრულად მიიღებ, ხოლო თუ ჯერ ფიზიკური პირი ხარ, გირჩევთ მიიღო ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, რათა თანხის 20%-ის ჩამოჭრა არ მოგვიწიოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო მოსაკრებელისთვის. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავლის 1%-ს გადარიცხავ საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

რეფერალურ პროგრამას სრულად ოპერირებს ფრეიმვორკ ჰოლდინგი (შპს ფრეიმვორკი). ამბასადორს ნებისმიერ დროს პირად მენეჯერთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნება.

თუ გინდა ამბასადორის პროფრამაში ჩართვა, მოგვწერე ელ. ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდი ქრაშის ნებისმიერი ოფიციალური საკუმუნიკაციო არხის მეშვეობით.