Team Career Support

კონფიდეციალურობის პოლიტიკა

პირველი რედაქცია: 19/05/2025

განახლებულია: 26/05/2025

კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკის მიზანია გაცნობოთ, თუ როგორ იყენებს ქრაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

1. ტერმინთა განმარტება

აპლიკაცია: ქრაშის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play Store-ში.

ანგარიში: მომხმარებლის პირადი სივრცე აპლიკაციაში, რომელშიც შედის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ქრაშის სერვისები მხოლოდ ერთი ანგარიშით.

გეოლოკაცია: თქვენი მდებარეობა, რომელსაც ქრაში ინახავს და პერიოდულად ანახლებს, თუ ეს ფუნქცია ჩართულია მოწყობილობის პარამეტრებში.

ფრეიმვორკი: შპს ფრეიმვორკი არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მართავს და სრულად ფლობს ქრაშის სერვისებსა და სავაჭრო ნიშანს.

ლოკატორი: რუკა, რომელიც აჩვენებს ქრაშის სხვა მომხმარებლების მიახლოებით ადგილმდებარეობას 5 კილომეტრის დიაპაზონში.

მომხმარებელი: ადამიანი, რომელიც დარეგისტრირებულია ქრაშის აპლიკაციაში.

პირადი ინფორმაცია: პროფილში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია.

პროფილის ვერიფიკაცია: ფუნქცია, რომელიც ბიომეტრიის გამოყენებით ადასტურებს პროფილის ფოტოს ვალიდურობას.

პროფილის ფოტო: მომხმარებლის სახის ფოტო(ები), რომელიც უნდა იყოს მკაფიო და უცვლელი სახით.

სერვისები: ყველა სერვისი (უფასო და ფასიანი), რომელსაც ქრაში სთავაზობს მომხმარებლებს.

2. მონაცემების მართვა

ქრაშში შეგროვებული მონაცემები მუშავდება კომპანია შპს ფრეიმვორკის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და წარმოადგენს აპლიკაციისა და სერვისების ერთადერთ მფლობელსა და მმართველს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს მისამართზე: 0137, Framework Headquarters, Tbilisi, Georgia.

ქრაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და კონფიდენციალურობას. კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა (ქუქი ფაილების გამოყენების დოკუმენტთან, სერვისის წესებთან და სხვა შესაბამის დოკუმენტებთან ერთად) განმარტავს, თუ როგორ ხდება თქვენი მონაცემების დამუშავება ქრაშის მიერ მაშინ, როცა იყენებთ აპლიკაციასა და სერვისებს.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე დოკუმენტი, რათა უკეთ გაიგოთ, როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და რა უფლებები გაქვთ.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ქრაშის ყველა სერვისზე, რომელსაც მომხმარებელი იყენებს.

3. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

ქრაში აგროვებს და ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მაშინ, როცა იყენებთ აპლიკაციას. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გვიზიარებთ პირდაპირ ან მონაცემები, რომლებიც ავტომატურად იკრიბება.

სავალდებულო მონაცემები

მიზნობრივი მონაცემები

არასავალდებულო მონაცემები

3.1 მონაცემები, რომლებსაც გვიზიარებთ პირდაპირ

როდესაც იყენებთ ქრაშის სერვისებს, გვიზიარებთ გარკვეულ ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს გამოყენებული თქვენი იდენტიფიცირებისთვის. ეს მონაცემები შეიძლება გამოჩნდეს სხვა წევრებისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ ისინი აპლიკაციაში გასაჯაროვდება. აღნიშნული ინფორმაცია ინიშნება, როგორც „საჯარო“, ხოლო დანარჩენი — როგორც „პირადი“. ქრაში არ არის პასუხისმგებელი იმ მონაცემებზე, რომელსაც მომხმარებელი თავად აქვეყნებს.

Crushy აგროვებს და ამუშავებს შემდეგ მონაცემებს:
3.1.1 რეგისტრაციის მონაცემები

ძირითადი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სერვისებზე წვდომისთვის.

რეგისტრაციის მეთოდის მიხედვით მონაცემები გროვდება შემდეგნაირად:

რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი მონაცემები:

თუ რეგისტრაციისას არ აძლევთ ქრაშის წვდომას გეოლოკაციაზე, უნდა მიუთითოთ თქვენი ქალაქი — ინფორმაცია გამოიყენება ახლოს მყოფი მომხმარებლების გამოსაჩენად.

დამატებითი, არასავალდებულო ინფორმაცია

მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ დაამატოს:

შენიშვნა: ქრაში არ გირჩევთ სენსიტიური ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა ეთნიკურობა, პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა GDPR-ის ფარგლებში დადგენილი “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები”. თუ მომხმარებელი მაინც აქვეყნებს მსგავს ინფორმაციას, ეს ითვლება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულად.

3.1.2 ურთიერთქმედება სერვისთან

როდესაც წევრი უკავშირდება ჩვენი მხარდაჭერის სამსახურს, აკეთებს განცხადებას, სთხოვს დახმარებას, მონაწილეობს გათამაშებაში ან აზიარებს გამოცდილებას, ქრაში აგროვებს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

მომხმარებლის მხარდაჭერის და განცხადებების მონაცემები (პირადი):

ეს მონაცემები საჭიროა, რათა ქრაშიმ შეძლოს განცხადებების დამუშავება და მომხმარებლის მოთხოვნებზე პასუხი. თუ სხვა წევრი დააფიქსირებს თქვენზე განცხადებას, ქრაშის აქვს იურიდიული ვალდებულება დამუშავოს ის.

3.2 მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გროვდება

როდესაც მომხმარებელი იყენებს ქრაშის აპლიკაციასა და მის ფუნქციებს, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ ინფორმაციას მის აქტივობაზე:

აქტივობის მონაცემები (პირადი):

ეს მონაცემები აუცილებელია ქრაშის ძირითადი მომსახურების გაწევისთვის. მათ გარეშე აპლიკაცია ვერ იფუნქციონირებს.

გეოლოკაცია (საჯარო):

გეოლოკაციის მონაცემები გროვდება მხოლოდ თქვენი თანხმობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამორთოს გეოლოკაცია. ამის შემდეგ ლოკატორი აღარ განახლდება და აღარ ნახავთ ახლოს მყოფ მომხმარებლებს.

მესიჯები (პირადი):

მესიჯები ინახება ქრაშის სერვერებზე, რათა შესაძლებელი გახდეს კომუნიკაცია მომხმარებლებს შორის. მესიჯებზე წვდომა არ აქვს არც ერთ მესამე პირს და არც ქრაშის თანამშრომლებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საძიებო პრეფერენციები (პირადი):

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, თუ რა ასაკისა და სქესის მომხმარებლებს ეძებს. აპლიკაცია გაჩვენებთ მხოლოდ იმ წევრებს, ვინც აკმაყოფილებს თქვენს კრიტერიუმებს. აღნიშნული ინფორმაცია არ ჩანს არც ერთ სხვა მომხმარებელთან.

მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები (პირადი):

ქრაში აგროვებს შემდეგ მონაცემებს:

მონაცემები გროვდება ქუქი ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ტრანზაქციის მონაცემები:

ქრაში არ ინახავს საბანკო მონაცემებს. გადახდები ხდება App Store-ის, Google Play-ის ან საქართველოს ბანკის ონლაინ ტერმინალის მეშვეობით. ქრაში იღებს მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებს (მაგ. ტრანზაქციის ნომერი).

4. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
4.1. სერვისის მიწოდება პირობების შესაბამისად

ქრაში იყენებს თქვენს მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ შემდეგი სერვისები:

იურიდიული საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება

ქრაში ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკაციის გამართულად მუშაობა და წევრებისთვის სერვისების მიწოდება.

4.2. ლოკატორი

იურიდიული საფუძველი: თანხმობა

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა აპლიკაციაში გეოლოკაციის გამორთვით. გაუქმება არ იმოქმედებს უკვე დამუშავებულ მონაცემებზე.

4.3. რეკლამა და შეთავაზებები (მარკეტინგი)

იურიდიული საფუძველი: ლეგიტიმური ინტერესი ან თანხმობა

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ რეკლამაზე თანხმობა — აპლიკაციაში ან წერილში მითითებული ბმულით.

4.4. სერვისების გაუმჯობესება და ანალიტიკა

ქრაში იყენებს მონაცემებს:

ასევე ქრაშიმ შეიძლება:

იურიდიული საფუძველი: ლეგიტიმური ინტერესი

4.5. მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა

იურიდიული საფუძველი: ლეგიტიმური ინტერესი

4.6. არაკანონიერი ქცევის პრევენცია და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება

იურიდიული საფუძველი: სამართლებრივი ვალდებულება და ლეგიტიმური ინტერესი

4.7. დახმარება და ტექნიკური მხარდაჭერა

იურიდიული საფუძველი: ლეგიტიმური ინტერესი

5. ქუქი ფაილები და მონაცემების გაზიარება
5.1 ქუქი ფაილები და მონიტორინგის ტექნოლოგიები

ქრაში იყენებს ქუქი ფაილებს (cookies) და მონიტორინგის სხვა ტექნოლოგიებს შემდეგ მიზნებისთვის:

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “ქუქი ფაილების გამოყენების პოლიტიკაში” ჩვენს საიტზე.

5.2 როგორ აზიარებს ქრაში თქვენს მონაცემებს

მხოლოდ ქრაშის სპეციალურად ავტორიზებულ თანამშრომლებს და პარტნიორებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე შემდეგი პირობებით:

შიდა წვდომა (იმპერსონირება)

გარე პარტნიორები და მომწოდებლები

5.3 სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა

ქრაშის შეუძლია გადასცეს თქვენი მონაცემები სასამართლო ან ადმინისტრაციული მოთხოვნის შემთხვევაში.

5.4 კორპორაციული ცვლილებები

თქვენი მონაცემები შეიძლება გადავიდეს სხვა იურიდიულ პირზე კომპანიაში რესტრუქტურიზაციის, შერწყმის, შეძენის ან ლიკვიდაციის დროს.

6. თქვენი უფლებები და მათი გამოყენების წესი
6.1 თქვენი უფლებები

საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) საფუძველზე, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:

ქრაში ვალდებულია, რომ თქვენი მოთხოვნები განიხილოს რაც შეიძლება სწრაფად.

6.2 როგორ გამოიყენოთ თქვენი უფლებები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები შემდეგნაირად:

შენიშვნა: იდენტობის დასადასტურებლად შესაძლოა მოთხოვნილი იყოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის მონაცემთა დაცვის ეროვნულ ინსპექციას.

6.3 რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

ქრაშის მონაცემთა შენახვის პოლიტიკა ითვალისწინებს მონაცემების წაშლას ან ანონიმიზაციას განსაზღვრული ვადების გასვლის შემდეგ:

6.4 გეოლოკაციის მონაცემების ვადები:

ქრაში იყენებს ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, თქვენი პასუხისმგებლობაა ასევე უზრუნველყოთ საკუთარი მოწყობილობისა და ანგარიშის დაცვა.

6.5 არასრულწლოვანთა მონაცემები

ქრაში არ აგროვებს და არ ამუშავებს არასრულწლოვანთა მონაცემებს. თუ ვინმემ შეცდომით ან განზრახ მიუთითა არასწორი ასაკი, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა გამოგვიგზავნოს მოთხოვნა მონაცემების წაშლაზე ელ. ფოსტაზე [email protected].

ქრაში დაუყოვნებლივ წაშლის არასრულწლოვნის ყველა მონაცემს.

7. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გსურთ გამოიყენოთ თქვენი მონაცემებთან დაკავშირებული უფლება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართებზე:

ხელმოწერილია ფრეიმვორკის აღმასრულებელი დირექტორისა და მმართველი საბჭოს მიერ.