წესები და პირობები
პლატფირმა "ქრაშის" გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება შპს ფრეიმვორკის (შემდგომში „ფრეიმვორკის” ან „კომპანიის“) მიერ.
ქრაში წარმოადგენს შპს ფრეიმვორკის სავაჭრო ნიშანს და საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებს შპს ფრეიმვორკის სახელით.
წინამდებარე წესები და პირობები, განკუთვნილია პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის.
ტერმინთა განმარტება
პლატფორმა – ვებგვერდი crushy.space ან აპლიკაცია Crushy (iOS და Android ვერსია);
მმართველი კომპანია – პლატფორმის მფლობელი და მმართველი კომპანია, შპს “ფრეიმვორკი” (ს/კ: 406418185);
მომხმარებელი – პლატფორმის მომხმარებელი, სრულწლოვანი ფიზიკური პირი;
ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ წესები და პირობები არეგულირებს პლატფორმით სარგებლობის პირობებს.
რეგისტრაცია და ავტორიზაცია
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ავტორიზაცია/რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესები და პირობები.
მომხმარებელი უფასო რეგისტრაციას გადის პლატფორმაზე შესაბამისი წესების დაცვით. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ფაქტობრივი მონაცემები.
თანხის დაბრუნება
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელუ თვლის, რომ გადახდილი თანხის სანაცვლოდ მიიღო არასათანადო ხარისხის/დონის სერვისი, თანხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია App Store ან GooglePlay-იდან. დაბრუნების პირობები და ვადები სრულად რეგულირდება ზემოხსენებული სერვისების მიერ.
უკანონო ქმედებები
ქრშის მთავარი მიზანი ყველასთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. პლატფორმაზე ყოვლად დაუშვებელია:
- 18 წლამდე რეგისტრაცია (ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მშობელს);
- ნებისმიერი რამის თანხის სანაცვლოდ შეთავაზება;
- პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელება, რომელიც არ ეკუთვნის პირადად მომხმარებელს.
ნებისმიერი სახის თაღლითობას, (მათ შორის ფიშინგი და ა.შ), რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ნებისმიერი სახის საფრთხეს წარმოადგენს პლატფორმის მომხმარებლებისთვის, აზიანებს შპს ფრეიმვორკის საკუთრებას (მათ შორის სერვერულ ინფრასტრუქტურას, დატაცენტრებს და ა.შ.) ან აფერხებს პლატფორმის გამართულ მუშაობას, ექნება დაუყოვნებლივი რეაგირება კომპანიის მოდერაციის სამსახურისა და ადმინისტრაციის მხრიდან. საქმე გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და თბილისის საქალაქო სასამართლოს. ნებისმიერი ზემოხსენებული გარემოების შემთხვევაში შპს ფრეიმვორკს სრული უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდოს მომხმარებლის არხები (პირადი პროფილი) და საქმის წარმოებისთვის ყველანაირი ინფორმაცია ამოიღოს, დაამუშაოს და გადასცეს შესაბამის ორგანოებს.
ცვლილებები წესებსა და პირობებში
წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ცვლილების შესახებ მომხმარებელი მიიღებს ოფიციალურ შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.