IT სამსახურის დებულება
პირველი რედაქცია: 10/06/2025
ამ დებულების მიზანია ასახოს შპს ფრეიმვორკის (პროექტი ქრაშის) IT სამსახურის თანამშრომლების მუშაობის პრინციპი.
1. ტერმინთა განმარტება
აპლიკაცია: ქრაშის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play Store-ში.
ანგარიში: მომხმარებლის პირადი სივრცე აპლიკაციაში, რომელშიც შედის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ქრაშის სერვისები მხოლოდ ერთი ანგარიშით.
ფრეიმვორკი: შპს ფრეიმვორკი არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მართავს და სრულად ფლობს ქრაშის სერვისებსა და სავაჭრო ნიშანს.
მომხმარებელი: ადამიანი, რომელიც დარეგისტრირებულია ქრაშის აპლიკაციაში.
პირადი ინფორმაცია: პროფილში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია.
პროფილის ვერიფიკაცია: ფუნქცია, რომელიც ბიომეტრიის გამოყენებით ადასტურებს პროფილის ფოტოს ვალიდურობას.
პროფილის ფოტო: მომხმარებლის სახის ფოტო(ები), რომელიც უნდა იყოს მკაფიო და უცვლელი სახით.
სერვისები: ყველა სერვისი (უფასო და ფასიანი), რომელსაც ქრაში სთავაზობს მომხმარებლებს.
დებულება დაუსრულებელია